ხშირად არის სიტუაცია როდესაც კონფიგურაციის ავტომატური ბეკაპირება საკმაოდ საჭიროა და გვშველის გარკვეულ სიტუაციებში მაგ: rollback-ის დროს ან მეხი დაეცა რომელიღაც მოწყობილობას და პირველი გაფიქრება ნეტა ამის კონფიგი მქონოდაო :D მაგრამ სად არის არც კონფიგი და არც მოწყობილობა აღარ არის ცოცხალია :D , როგორ და რანაირად გავაკეთოთ ეს ყველფერი მარტივად და ზედემტი თავის ტკივილის გარეშე. Archive კონფურუაციის რეჟიმიდან კეთდება ეს ყველაფერი. საჭიროა მხოლოდ TFTP ან FTP სერვერი, რომელზეც ჩაიწერება running-configuration-ი.
მაგალითად SW1-ის კონფიგურაცია გვინდა რომ ვაბექაფოთ tftp სერვერ-ზე ყოველ 10 წუთში
archive
path tftp://192.168.1.10/sw1/sw1-cfg
time-period 10
write-memory
Path 192.168.1.10 არიც tftp-სერვერის მისამართი, SW1 დირექტორია. სადაც გვინდა რომ ჩავწეროთ sw1-ის კონფიგურაციის ფაილები, sw1-cfg რა დაარქვას ფაილს, რომელიც ჩაიწერება TFTP-სერვერზე.
ამ შემთხვევაში ფაილები რომლებიც ჩაიწერება tftp server-ზე ექნება სახელები
sw1-cfg-1 , sw1-cfg-2 და ასე შემდეგ.
time-period დრო რამდენ წუთში მოიხსნას backup-ი დიაპაზონი არის <1-525600> ანუ 1 წუთიდან 1 წლამდე სურვილიდან გამომდინარე მიუთითოთ.
დამატებითი პარამეტრები
write-memory – როდესაც running-configuration-ს შევინახავთ startup-configuration-ში ნებრისმიერი ბრძანებით მაგ: wr ან copy run start – ამ დროსაც ავტომატრუად მოხდება running-configuration-ის გადაწერა tftp სერვერზე.
ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ TFTP სერვერსა და FTP სერვერ შორის განსხვავება და ამ განსხვავებებზე აღარ დავიწყებ საუბარს archive გვაძლევს საშუალებას რომ კონფიგ ფაილები ვწეროთ ftp სერვერზეც. tftpსგან განსხვავებით ftp-ს შემთხვევაში უნდა დავუმატოთ ftp username და password რომ ftp სერვერზე გაიროს Cisco IOS-მა ავტორიზაცია რომ FTP სერვერმა მისცეს ჩაწერის უფლება. როგორ კედტება ეს ყველაფერი.
sw1(config)#ip ftp username conft
sw1(config)#ip ftp password conft.ge
show runn-ში ftp passowrd-ი გამოჩნდება TYPE 7-ით დაკრიპტული.
დანარჩენი რჩება ფაქტიურად იგივე tftp-ს მაგივრად იქნება ftp მეტი არაფერი განსხვავება არ არის.
archive
path ftp://192.168.1.125/sw1/sw1-cfg
time-period 5
sw1#archive config – ეს ბრძანება გვაძლევს საშუალებს იმ წუთასვე მოვხნათ კონფიგურაცია.
sw1#show archive
The next archive file will be named ftp://192.168.1.125/sw1/sw1-cfg-697
Archive # Name
0 ftp://192.168.1.125/sw1/sw1-cfg-690
1 ftp://192.168.1.125/sw1/sw1-cfg-691
2 ftp://192.168.1.125/sw1/sw1-cfg-692
3 ftp://192.168.1.125/sw1/sw1-cfg-693
4 ftp://192.168.1.125/sw1/sw1-cfg-694
5 ftp://192.168.1.125/sw1/sw1-cfg-695
6 ftp://192.168.1.125/sw1/sw1-cfg-696 <- Most Recent
7 ftp://192.168.1.125/sw1/sw1-cfg-682
8 ftp://192.168.1.125/sw1/sw1-cfg-683
9 ftp://192.168.1.125/sw1/sw1-cfg-684
10 ftp://192.168.1.125/sw1/sw1-cfg-685
11 ftp://192.168.1.125/sw1/sw1-cfg-686
12 ftp://192.168.1.125/sw1/sw1-cfg-687
13 ftp://192.168.1.125/sw1/sw1-cfg-688
14 fftp://192.168.1.125/sw1/sw1-cfg-689
ამ ბრძანებით შეგვიძლიან ვნახოთ ბოლო კონფიგები რომლები მოიხნა ყველაზე ახალი რომელი არის და შემდგე კონფიგიის ფაილის სახელი რა იქნება.
sw1#show archive config differences - ამ ბრძანების საშუალებით შეგვიძლია შევადაროთ არსებული running-configuration ნებისმიე კონფიგურაციის ფაილს. ვნახოთ მაგალითზე.
sw1#show archive config differences ftp://192.168.1.125/sw1/sw1-cfg-696
Loading sw1/sw1-cfg-698 !!!
[OK - 15349/4096 bytes]
Contextual Config Diffs:
interface GigabitEthernet0/1
-shutdown